გაყიდვის ხელშეკრულება..

დისტანციური  ნასყიდობის ხელშეკრულება

---- --------------------- 2022 წელი                                                                         -------------------------

1.

1.1  აღნიშნული ხელშეკრულებით  წესრიგდება  დისტანციური გაყიდვისას მხარეთა შორის წარმოშობილი ურთიერთობები. ეს  ხელშეკრულება გაფორემებულია ერთის მხრივ  მყიდველს ---------------------- და მეორეს მხრივ შპს ,,სილვა ნეთვორქ-ს“ (SILVA NETWORLK LLC),  (მისამართი: - ქ. ბათუმი, აეროპორტის გზატკეცილი N 183)  შორის ელექტრონული წესით.

1.2  ხელშეკრულება დადებილია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 319-ე, 327-ე, 328-ე, 329-ე, 342-, 477-ე, 478-ე, 487-ე, 488-ე, 489-ე494-ე, მუხლებით გათვალისწინებული წესების დაცვით. წინამდებარე ხელშეკრულებიდან გამომდინარე,  დავა მხარეებს შორის უნდა გადაწყდეს ურთიერთშეთანხმებით,  შეუთანხმებლობის შემთვერვაში კი სასამართლოს გზით.

2. ხელშეკრულების საგანი

2.1 დისტანციური გაყიდვის შესახებ ხელშეკრულება გაფორმებულია მახრეებს შორის საქართველოს  სამოქალაქო კოდექსის პირველი კარით (ნასყიდობა) დადგენილი წესების და მოთხოვნების დაცვით და რეგულირდება  ამ დებულებების შესაბამისად.  მხარეთა უფლება-მოვალეობები განისაზღვრება ზემოთხსენებული ნორმებიდან გამომდინარე და ყოველი მხარე  ამ სამართალურთიერთობისას ვალდებულია გაითვალისწინოს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 477-504-ე მუხლებით გათვალისწინებული  და დადგენილი წესები.

3. გამყიდველი

3.1 აღნიშნულ ხელშეკრულებაში მოხსენიებული გამყიდველი (მიმწოდებელი)  ან გამყიდველის სახელით მოქმედი პირი (დისტრიბუტორი)  მომხმარებელს სთავაზობს საქონელს კომერციული ან პროფესიული  მიზნებისთვის.

3.2 საქონლის მიმწოდებელი (დისტრიბუტორი) ვალდებულია დაიცვას კომპანიის სახელი, ვალდებულია საქონლის გაყიდვა აწარმოოს დისტანციურად, არ მოახდინოს  პროდუქციის სხვა სავაჭრო ან კომერციულ ცენტრებში  განთავსება.

3.3 ხელშეკრულების 3.2 პუნქტში ჩამოყალიბებული მოთხოვნის დაუცველობა და მსგავსი ფაქტის გამოვლინება შპს ,,სილვა ნეთვორქ-ს“ (SILVA NETWORLK LLC) ანიჭებს უფლებას ამ კომპანიის სახელით მოქმედ მიმწოდებლის (დისტრიბუტორის) მიმართ განახორციელოს შემდეგი მოქმედებები -------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

4. მყიდველი

4.1 ეს არის პირი, რომელიც  ამ  ხელშეკრულებაზე ხელმოწერის შემდეგ ხდება ხელშეკრულების მეორე მხარე და მასზე ვრცელდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით ნასყიდობისთვის, კერძოდ ამ თავით მყიდველისთვის დადგენილი უფლებები და ვალდებულებები. 

4.2 მყიდველის მიერ თავისი  ვალდებულებების შეუსრულებლობა ან არაჯეროვანი შესრულება გამყიდველს  წარმოუშობს საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი ღონისძიებების გატარების საფუძველს.  გამყიდველის ის უფლებები და პრეტენზიები, რაც შესაძლებელია წარმოიშვას მყიდველის მიერ მისი ვალდებულებების შეუსრულებლობის დროს, განსაზღვრულია  და გაწერილია ხელშკრულების  მუხლებში.

 

5. გამყიდველი:

ა)სახელწოდება  - ,,SILVA NETWORLK LLC“,

ბ)მისამართი -  Q. BATUMI, AEROPORTIS GZATKETSILI  N 183, 

გ) ტელეფონი -  598 45 76 45,

დ) ფაქსი - 

ე) info@silva.ge

 

6. მყიდველი

ა) სახელი -------------------------------------------------------------------------------

ბ) გვარი ----------------------------------------------------------------------------------

გ) პირადი ნომერი ---------------------------------------------------------------------

დ) ტელეფონის ნომერი ---------------------------------------------------------------

ე) ელექტრონული მისამართი --------------------------------------------------------

ვ) საქონლის ჩაბარების ადგილი -----------------------------------------------------

 

 7. ინფორმაცია ანგარიშფაქტურის შესახებ

ა) სახელი და გვარი ---------------------------------------------------------------------------

ბ) სახელწოდება -------------------------------------------------------------------------------

გ) მისამართი -----------------------------------------------------------------------------------

დ) ტელეფონის ნომერი -----------------------------------------------------------------------

ე) ელექტრონული მისამართ ------------------------------------------------------------------

 შენიშვნა: ინვოისი/ანგარიშფაქტურა შეკვეთასთან ერთად მიწოდებული იქნება  საქონლის/პროდუქციის  ადგილზე მიტანის  დროს -  (შეკვეთის მიტანის დროს).

 

8. ხელშეკრულებით გათვალისწინებული პროდუქცია და მისი ფასები

8.1 პროდუქციის დასახელება -----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

8.2 პროდუქციის რაოდენობა ------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

8.3 პროდუქციის ინდივიდუალური  ნიშნები (კოდი, ნომერი და.ა.შ) ------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

8.4 პროდუქციის ერთეული ფასი,  ასევე მიწოდებული პროდუქციის მთლიანი ფასი, დღგ-ეს რაოდენობა ------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

8.5 ანგარიშსწორების წესი და ვადები ----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

9. ხელშეკრულების დებულებები, 

              რაც საქართველოს სამოქალაქო კოდექსითაა გათვალისწინებული

9.1 აღნიშნული ხელშეკრულების გაცნობის, მასში ჩამოყალიბებული მუხლების მოთხოვნების გაცნობიერების და გააზრების შემდეგ ,,მყიდველი“ აცხადებს, რომ  ის გაეცნო  ,,გამყიდველის“ გვერდზე მითითებულ/გამოქვეყნებულ პროდუქციას სრულად. გაეცნო ამ პროდუქციის ზოგად და კონკრეტულ მახასიათებლებს, მათი მოხმარების წესებს, ასევე პროდუქციის ფასებს, პროდუქციის ღირებულების გადახდის წესებს და ვადას. თუმცა ეს არაა ამომწურავი ჩამონათვალი, რაიმე სახის კითხვების თაობაზე მას შეუძლია ასეთი შეკითხვით მიმართოს  პროდუქციის ,,გამყიდველის“ წარმომადგენელს და მისგან მიიღოს შესაბამისი ინფორმაცია.

9.2 ,,მყიდველი“ წინასწარი შეტყობინების ელექტრონულად დადასტურების სახით აცხადებს თანხმობას, რომ  დისტანციური გაყიდვის შესახებ ამ ხელშეკრულების გაფორმებამდე  სრულად მიიღო ,,გამყიდველის“ მიერ  მისთვის საჭირო ნებისმიერი სახის ინფორმაცია, შეკვეთილი პროდუქციის ძირითადი მახასიათებლების, მისამართის, მიწოდების წესების, ვადების, პროდუქციის ღირებულების, გადახდის წესების, ვადის და ყველა იმ აუცილებელი კითხვების თაობაზე, რაც მოცემული სამართალურთიერთობისთვის არის აუცილებელი და საჭირო.

9.3 აღნიშნული ხელშეკრულებით გათვალისწინებული დებულებები შესაბამისობაშია და გათვალისწინებულია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ზემოთხსენებულ მუხლებთან და მათი რეგულირება და მოწესრიგება ხდება მითითებული ნორმებით. მხარეები - როგორც ,,მყიდველი“, ასევე ,,გამყიდველი“ ვალდებულია დაიცვას ხელშეკრულებაში მითითებული წესები და  ნორმები, რაც არეგულირებს მხარეების უფლებებსა და მოვალეობებს ამ სახის სამართალურთიერთობის დროს.

9.4 ,,მყიდველის“ მიერ პროდუქციის/მომსახურების შესახებ წინასწარი ელექტრონული შეტყობინების დადასტურება, ითვლება  აღნიშნულ ხელშეკრულებაზე თანხმობად - (აქცეპტად, სამოქალაქო კოდექსისი  329-ე მუხლი) და მას შემდეგ წარმოიშობა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ზემოთხსენებული მუხლებით დადგენილი მხარეთა უფლებები და ვალდებულებები.

9.5 მარაგში არსებული პროდუქციის  ტვირთის გადაზიდვის კომპანიისთვის - ,,კარგო“ მიწოდება უნდა შესრულდეს შეკვეთის გაკეთებიდან 3-5 სამუშაო დღის განმავლობაში.

9.6 ტვირთის გადაზიდვის კომპანიები - (კარგო), გამყიდველისგან მიღებულ გზავნილებს მიწოდების ადგილის, მანძილის, სხვა გარემო პირობების გათვალისწინებით ,,მყიდველისადმი“ მიწოდებას ახორციელებს 3-5 სამუშაო დღის განმავლობაში.

9.7 იმ შემთხვევაში, როცა პროდუქციის ჩაბარების ადგილზე არ იმყოფება ,,მყიდველი“, ასევე ადგილზე არ იქნება ისეთი პირი, რომლისთვისაც პროდუქციის ჩაბარება იქნება შესაძლებელი - (მყიდველის ნდობით აღჭურვილი პირი), ასეთ შემთხვევაში ,,გამყიდველის“ ვალდებულება ტვირთის დანიშნულების ადგილზე მიტანასთან დაკავშირებით სრულად იქნება შესრულებული და  ამ შემთხვევაში ,,გამყიდველის“ მიმართ პროდუქციის ჩაბარებასთან დაკავშირებული პრეტენზია არ განიხილება და უსაფუძვლოა.

9.8 იმ შემთხვევაში, როცა ,,გამყიდველი“ პროდუქციას მიიტანს  მისი ჩაბარების ადგილზე, სადაც არ იქნება არც ,,მყიდველი“ არც მისი ნდობით აღჭურვილი პირი,  ,,მყიდველი“ ვალდებულია დაუკავშირდეს ტვირთის გადამზიდველ კომპანიას და დაარეგულიროს და მოაწესრიგოს მისთვის მიწოდებული პროდუქციის მიღება, დასაწყობება და თვალყური ადევნოს ამ პროცესს, ანუ მიტანილი (მიწოდებული) პროდუქციის ჩაბარება მის პასუხისმგებლობაზეა დამოკიდებული.

9.9 იმ შემთხვევაში, თუ პროდუქცია უნდა მიეწოდოს სხვა პირს, ან სხვა ორგანიზაციას, ასეთ შემთხვევაში ეს პროცესიც უნდა გააკონტროლოს ,,მყიდველმა“ და თვალყური ადევნოს მას. თუ ასეთ შემთხვევაში სხვა პირი, ან სხვა ორგანიზაცია დაგვიანებით მიიღიებს მიწოდებულ პროდუქციას, ალოდინებს ტვირთის გადაზიდვის კომპანიას, ან ტვირთი უკან დაუბრუნდება ,,გამყიდველს“, აღნიშნულის შედეგად წარმოშობილი ხარჯები უნდა ანაზღაურდეს ,,მყიდველის“ მიერ.

9.10 როგორც ,,მყიდველი“, ასევე  მისი ნდობით აღჭურვილი პირი, ასევე სხვა პირი ან ორგანიზაცია ვალდებულია პროდუქციის მიღებისთანავე შეამოწმოს იგი. იმ შემთხვევაში თუ პროდუქციასთან დაკავშირებული პრეტენზიები   დაკავშირებული იქნება ტვირთის გადამზიდველ კომპანიასთან - ,,მყიდველს“ უფლება აქვს არ მიიღოს  ასეთი პროდუქცია და  პროდუქციის ჩაბარებასთან დაკავშირებული ასეთი ხარვეზი დააფიქსიროს აქტის სახით. მოცემულ შემთხვევაში ,,მყიდველს“  პრეტენზია არ წაეყენება.

9.11 ,,გამყიდველი“ ,,მყიდველისთვის“ პროდუქციის მიწოდებას უზრუნველყოფს მათ შორის შეთანხმებული გადაზიდვის კომპანიის საშუალებით. იმ შემთხვევაში, თუ  სატვირთო გადამზიდველ კომპანიას ,,მყიდველის“ მისამართზე არ ეყოლება  შესაბამისი ფილიალი, ,,მყიდველისთვის“ პროდუქციის მიწოდება უნდა განხორციელდეს ახლო მანძილზე მდებარე სატრანსპორტო კომპანიის მიერ.

9.12 ,,გამყიდველს“ შეუძლია  გაყიდვების ვებ/საიტზე - (ელექტრონულ გვერდზე) შეიტანოს ნებისმიერ ცვლილება მისი საქმიანობის საჭიროებიდან გამომდინარე, რაც  ითვლება მხარეთა შორის შეთანხმებულ დათქმად და ასეთი ცვლილება ძალაში შედის და მხარეთა მიერ გასათვალისწინებელია მათი გამოქვეყნებისთანავე.

9.13 ,,გამყიდველი“ პასუხისმგებელია უზრუნველყოს შეკვეთილი პროდუქციის უსაფრთხო და სრული მიწოდება ,,მყიდველისადმი“.

 

10. მხარეთა პასუხისმგებლობა:

10.1 ხელშეკრულებაში გაწერილია მხარეთა ურთიერთობების მარეგულირებელი ნორმები, ასევე დებულებები, რითაც უნდა იხელმძღვანელოს როგორც ,,გამყიდველმა“, ასევე ,,მყიდველმა.

10.2 ის ურთიერთობა, რაც გაწერილი არაა ამ ხელშეკრულებაში მოწესრიგდება  საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ზემოთდასახელებული ნორმებიდან გამომდინარე ან მათი ანალოგიით.

10.3 ,,გამყიდველს“ და ,,მყიდველს“ შორის ურთიერთობა უნდა მოწესრიგდეს ურთიერთშეთანხმებით, შეუთანხმბელობის შემთხვევაში სასამართლოს გზით.


11. ხელშეკრულების ვადების და მისი შეწყვეტის წესები:

11.1 აღნიშნული ხელშეკრულება დადებილია უვადოდ, მაგრამ ის შეიძლება შეწყდეს ნებისმიერ დროს დისტრიბუტორის მიერ  ამ ხელშეკრულების დებულებების დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში, ან იმ შემთხვევაში თუ დისტრიბუტორის მიმართ ,,მყიდველების“ მხრიდან ადგილი ექნება სისტემატიურ - (დასაბუთებულ) პრეტენზიებს.

11.2 ხელშეკრულება შეწყდება დისტრიბუტორთან, თუ გამოვლინდება მისი არაკეთილსინდისიერი დამოკიდებულება ,,გამყიდველი“ კომპანიის მიმართ. კერძოდ თუ ის პროდუქციას გაუკეთებს ანტირეკლამას, თუ პროდუქციას შეიატნს სხვა სავაჭრო ობიექტში, თუ სახეზე იქნება  კომპანიის კომერციული საიდუმლოებების გავრცელების ფაქტი და ყველა ის ქმედება, რაც ნეგატიურად აისახება ,,გამყიდველის“ იმიჯზე.

11.3 მსგავს და სხვა შემთხვევებში ხელშეკრულებას  დისტრიბუტორთან ცალმხრივად წყვეტს ,,გამყიდველი“, რასაც მას ატყობინებს წერრილობითი ფორმით.

   11.4 აღნიშნული ხელშეკრულება შედგენილია ქართულ ენაზე, მხარეები გაცნობილია მის ყველა დეტალს, ხელშეკრულება შედგენილია 2 (ორ) ეგზემპლიარად, რომელთაც აქვთ თანაბარი იურიდიული ძალა.

 

 

,,გამყიდველი“/წარმომადგენელი:                                             ,,მყიდველი“

       სახელი/გვარი ----------------------                          სახელი/გვარი --------------------------

        სახელწოდება --------------------------                          სახელწოდება ----------------------------

 

 

WhatsApp